ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით ეკონომიკის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს.
"გადამგდები მთავრობა", "გადასახადებს ვიხდით ჩინოვნიკების ჯიბეში" - ამ ლოზუნგებით მოქალაქეები გაძვირებულ ტარიფებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ამ ყველაფერზე ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პირდაპირ პასუხისმგებელია.
"თუ ვინმეს ჯიბეში მიდის გაძვირებული გადასახადი, ეს ნამდვილად არის ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე. ასევე, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება, რა თქმა უნდა, უკავშირდება ბიძინა ივანიშ ვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილს, რომელიც შუამავალ კომპანიად მოგვევლინა ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის.
ყველამ კარგად იცის, რომ ამ ყველაფერს "აპრავებს" ჩვენი ქვეყნის მარიონეტული ხელისუფლება და კონკრეტული სამინისტროები, ამ შემთხვევაში ქალბატონი ნათელა თურნავა, რომელიც უშუალოდაა პასუხისმგებელი დაწყებული ტარიფების ზრდით, გაგრძელებული თაღლითური სქემებით", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
პარალელურად, იმავე მოთხოვნებით აქცია იმართება სემეკთან.